Georgian Lyrics: რამდენჯერ მოვკვდი, ვერ მივეჩვიე ფიქრს სული სულ არის, მარადიულ ქრის. ბგერათა რიგს მივუყვები თითქოს ცრის გთხოვ ღვარძლი მაშორე, სანამ გადამღლის ფიქრები ღამე შენ არ გაძინებს. ყორანი ვერ მოგიტანს ყვავილებს. სანთელი ბოლომდე ჩაიწვება სამარე მაგით ვეღარ გათბება. მე გეძებდი ხან აქ, ხან იქ. სად ხარ? რას იქმ? გული მიგრძნობს, რომ ხარ ძლიერ ახლოს. არ გაქვს სასრული და გასკდა გული და გასკდა გული. ჩემი ხმა მე ვიცი, რომ მოგწვდება სინანულს ვერ გააქარწყლებს გოდება. ცამეტჯერ რომც თავი მე მოვიკლა არ არსებობს მაგ ტკივილის მორჩენა. ფიქრმა იარა, იარა დამიტოვა იარა. დედეშჷ დედეშ მირანჷგულა და დედეშჷ დედეშჷ მირანჷგულა დედეშჷ ოი დედეშჷ დედესჷ ისჷგვამ სი გარჷხორჷდას და დედესჷ ისჷგვამ სი გარჷხორჷდას და English Translation: How many times have I died, unable to get used to thinking, Soul is existent, it flies eternally. I follow rows of the sounds through the raindrops, Begging for taking the sorrow away, before it wears me out, Your thoughts will keep you up at night. A raven cannot bring you flowers. The candle will flicker until the end And the grave will never be worm. I've searched for you here and there, Where are you? What are you doing? My heart yearns, that you're nearby. You are eternal, And the heart bursts, And the heart bursts. I know my voice will reaches you, Regret cannot be dispelled by lamentation. Even if I kill myself thirteen times, There's no hiding from this torment. Thoughts wander, they wander, leaving me scars. დედეშჷ დედეშ მირანჷგულა და დედეშჷ დედეშჷ მირანჷგულა დედეშჷ ოი დედეშჷ დედესჷ ისჷგვამ სი გარჷხორჷდას და დედესჷ ისჷგვამ სი გარჷხორჷდას და